Mariam Santeladze orson

მარიამ სანთელაძე

კორპორატიული იურისტი, მონაცემთა დაცვის ოფიცერი

მარიამ სანთელაძე ორსონის კორპორატიული იურისტი და სერტიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია. იგი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი წევრია და მუშაობს კომპანიების ყოველდღიურ სამართლებრივ საკითხებზე, ხელშეკრულებებზე, კორპორატიულ დოკუმენტაციასა და პერსონალური მონაცემების დაცვაზე.

მარიამის საქმიანობა მოიცავს სამართლებრივი საკითხების კვლევას, დოკუმენტაციის მომზადებას, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობასა და კლიენტებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას. მონაცემთა დაცვის მიმართულებით მუშაობს კომპანიების შიდა წესების, პოლიტიკებისა და მონაცემთა დამუშავების პროცესების სამართლებრივ მოწესრიგებაზე.

მის მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევებს შორისაა საქართველოს პადელის ასოციაციისთვის გაწეული სამართლებრივი სამუშაო, რომლის შედეგადაც პადელმა საქართველოში სპორტის სახეობის სტატუსი მოიპოვა. მარიამმა უზრუნველყო ამ პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა და შესაბამის უწყებებთან ურთიერთობა.

საქმის საფუძვლიანი შესწავლა, პასუხისმგებლობა და პროცესის ბოლომდე მიყვანა მარიამის მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენი გუნდი

გაიცანით გუნდი, რომელიც თქვენს საქმეზე მუშაობს.

მმართველი პარტნიორი, ადვოკატი

ბიზნესის განვითარებისა და სტრატეგიის ხელმძღვანელი
გამოცდილი ანტრეპრენერი

კორპორატიული იურისტი, მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ადვოკატი, დავების გადაწყვეტა

იურისტი, საიმიგრაციო საკითხები

მოგვწერეთ