ჩვენ ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს – ვამზადებთ ხელშეკრულებებს, ვუზრუნველყოფთ გარიგებებისა და საინვესტიციო პროექტების სამართლებრივ მხარდაჭერას და ხელს ვუწყობთ თქვენი ბიზნესის განვითარებას.
2018 წლიდან ვუწევთ სამართლებრივ მხარდაჭერას ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს გარიგებებში, ტენდერებსა და საინვესტიციო პროექტებში, წარმატებით ვწყვეტთ დავებს და ვმუშაობთ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე.
კლიენტები წლების განმავლობაში გვანდობენ თავიანთ სამართლებრივ საკითხებს, რადგან საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდებით და მათ ინტერესებზე ვზრუნავთ.
რთულ გარიგებებსა და პროექტებში მიღებულ გამოცდილებას ვიყენებთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პირობების შესათანხმებლად, რისკების შესამცირებლად და დასახული მიზნის მისაღწევად.
პრაქტიკულ იურიდიულ ხედვას ციფრულ შესაძლებლობებთან ვაერთიანებთ, რათა თქვენი საქმე სწრაფად და ორგანიზებულად წარიმართოს, თქვენ კი დისტანციურადაც მიიღოთ სრულფასოვანი მომსახურება.
ჩვენი გამოცდილება მოიცავს მეტალურგიის, მშენებლობის, კვების, ვაჭრობის, უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესის, მოდის ინდუსტრიის, სტომატოლოგიური კლინიკების, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიებისა და სპორტის სფეროებში მოქმედი კომპანიებისა და ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერას. ვმუშაობთ როგორც ყოველდღიურ კორპორატიულ და კომერციულ საკითხებზე, ისე რთულ გარიგებებზე, ტენდერებსა და საინვესტიციო პროექტებზე – თითოეული ბიზნესის საქმიანობისა და მიზნების გათვალისწინებით.
კომპანიის დაფუძნება, წესდებისა და პარტნიორთა შეთანხმებების მომზადება, წილების გასხვისება, კომპანიის მართვა და რეორგანიზაცია.
გარიგების პირობების შეთანხმება, მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება და შემოწმება თქვენი კომერციული ინტერესებისა და შესაძლო რისკების გათვალისწინებით.
დავალიანების ამოღება, სახელშეკრულებო, შრომითი და სხვა ბიზნესდავების წარმოება. მოლაპარაკება, მორიგება და წარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში.
სატენდერო პირობებისა და დოკუმენტაციის სამართლებრივი შეფასება, გადაწყვეტილებების გასაჩივრება და შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
ქონების სამართლებრივი შემოწმება, ნასყიდობა, იჯარა, საკუთრების რეგისტრაცია, სამშენებლო ნებართვები და დეველოპერული პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა.
შრომითი ხელშეკრულებებისა და შინაგანაწესის მომზადება, თანამშრომელთა მიღებისა და გათავისუფლების სამართლებრივი მოწესრიგება და შრომითი დავების გადაწყვეტა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის დოკუმენტაციისა და შიდა წესების მომზადება, მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურება და ფულის გათეთრების პრევენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია, საავტორო უფლებების დაცვა, სალიცენზიო ხელშეკრულებები და თქვენი ბრენდის უნებართვო გამოყენებაზე სამართლებრივი რეაგირება.
თქვენი საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების განსაზღვრა, დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.
ადვოკატებისა და ბიზნესის პროფესიონალების გუნდი – ერთიანი ხედვით თქვენი წარმატებისთვის.
ბიზნესის განვითარებისა და სტრატეგიის ხელმძღვანელი
გამოცდილი ანტრეპრენერი
დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან WhatsApp-ით. მოკლედ გაგვაცანით თქვენი საკითხი და შევათანხმოთ შემდეგი ნაბიჯები.
გადაგამისამართებთ ჯავშნის კალენდარზე...
თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №61
ბლოკი 1, II სართული, ოფისი 5ა

