პერსონალური მონაცემები და ბიზნესის შესაბამისობა
თანამშრომლების, მომხმარებლებისა და კონტრაგენტების მონაცემებთან მუშაობა კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. მნიშვნელოვანია, მონაცემების შეგროვება, შენახვა, გაზიარება და გამოყენება კანონმდებლობისა და რეალური სამუშაო პროცესების გათვალისწინებით იყოს მოწესრიგებული.
ორსონი შეისწავლის, როგორ ამუშავებს თქვენი კომპანია მონაცემებს, გამოავლენს ხარვეზებს და მოამზადებს საჭირო დოკუმენტაციასა და რეკომენდაციებს.

რას მოიცავს მომსახურება
- მონაცემთა დამუშავების პროცესების სამართლებრივი შეფასება
- კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და შიდა წესების მომზადება
- თანამშრომელთა და მომხმარებელთა ინფორმირების დოკუმენტები
- ვიდეომონიტორინგისა და პირდაპირი მარკეტინგის საკითხები
- მომსახურების მიმწოდებლებთან მონაცემთა დაცვის პირობების შეთანხმება
- მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და ინციდენტებზე რეაგირების პროცედურები
- მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურება
ფულის გათეთრების პრევენცია
იმ ბიზნესებისთვის, რომლებზეც შესაბამისი მოთხოვნები ვრცელდება, ვაფასებთ სამართლებრივ ვალდებულებებს და ვამზადებთ შიდა პოლიტიკებსა და პროცედურებს. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს კლიენტის შემოწმების, რისკების შეფასებისა და დოკუმენტირების წესების მოწესრიგებას.
დაგვიკავშირდით თქვენი კომპანიის პროცესებისა და საჭიროებების შესაფასებლად.
დაგვიკავშირდითTrusted by Companies
















განვიხილოთ თქვენი საკითხი
დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან WhatsApp-ით. მოკლედ გაგვაცანით თქვენი საკითხი და შევათანხმოთ შემდეგი ნაბიჯები.
გადაგამისამართებთ ჯავშნის კალენდარზე...
