PRIVACY POLICY

Last updated: 22 October 2026

This Privacy Policy explains how Orson Co. LLC, operating as Orson Law Firm (“Orson”, “we”, “us” or “our”), a limited liability company registered in Georgia (identification code: 404569677), collects, uses, stores, shares and protects personal data. We process personal data in accordance with:

The Law of Georgia on Personal Data Protection;
The EU General Data Protection Regulation (GDPR), Regulation (EU) 2016/679, where it applies to our clients and website visitors.

As a law firm, we also treat information received from clients as confidential under the professional secrecy rules that apply to advocates in Georgia.

1. WHO WE ARE

Orson Co. LLC (Orson Law Firm)
61 Vakhtang Gorgasali Street, Krtsanisi Modern Business Center, Office 5A, Tbilisi 0114, Georgia
Phone: +995 511 77 85 77 / +995 322 560 877
Email: info@orsonco.com
Website: www.orsonco.com

Orson is the controller of the personal data described in this Policy.

2. DATA WE COLLECT

Depending on how you interact with us, we may collect:

Identification and contact data: name, surname, email address, phone number, company name and legal form;
Information you provide for legal services: documents, correspondence and information about your matter;
Billing data: details needed to issue contracts and invoices and to receive payment;
Technical data: IP address, browser type, device type and website usage statistics.

We do not collect special categories of personal data unless this is necessary for your legal matter and is permitted by law, or you have given your explicit consent.

3. HOW WE COLLECT DATA

We collect personal data when you:

Contact us through our website forms, by email, by phone or through messaging apps;
Book a consultation or engage us for legal services;
Visit our website, through cookies and analytics tools.

4. PURPOSES OF PROCESSING

We process personal data to:

Respond to your enquiries and book consultations;
Provide, manage and improve our legal services;
Prepare contracts, invoices and other legal documents;
Comply with our legal obligations, including anti-money laundering (AML) checks, tax and record-keeping requirements;
Protect the security of our website and prevent fraud.

5. LEGAL BASIS FOR PROCESSING

We process personal data on the following legal grounds under the Law of Georgia on Personal Data Protection and, where applicable, Article 6 of the GDPR:

Consent, where you have given it (Art. 6(1)(a) GDPR);
Performance of a contract or steps taken at your request before entering into a contract (Art. 6(1)(b) GDPR);
Compliance with a legal obligation, such as AML, tax and record-keeping requirements (Art. 6(1)(c) GDPR);
Our legitimate interests in running and protecting our business, where these are not overridden by your rights (Art. 6(1)(f) GDPR).

6. DATA STORAGE AND SECURITY

We store personal data on secure systems with access controls and encryption where appropriate. We keep personal data only for as long as necessary for the purposes described in this Policy, or for longer where Georgian law requires us to retain records.

7. SHARING YOUR INFORMATION

We may share personal data with:

Service providers who support our operations, such as IT, hosting, email and professional service providers, under contracts that require them to keep the data confidential and secure;
Courts, public authorities and regulators, where required by law or where necessary to represent you in your matter;
Other third parties, such as notaries, public registries or counterparties, where this is necessary to provide the service you requested or you have consented to it.

We do not sell or rent personal data to third parties.

8. INTERNATIONAL DATA TRANSFERS

Where personal data is transferred outside Georgia or the European Economic Area, we make sure that appropriate safeguards are in place, such as:

An adequacy decision;
Standard contractual clauses approved for this purpose;
Where no other safeguard applies, the necessity of the transfer for the performance of a contract with you, or your informed consent.

9. YOUR RIGHTS

Subject to the conditions set by law, you have the right to:

Access your personal data;
Request correction, updating or deletion of your personal data;
Withdraw your consent at any time, where processing is based on consent;
Restrict or object to the processing of your personal data;
Lodge a complaint with the Personal Data Protection Service of Georgia or, where the GDPR applies, with the competent EU supervisory authority.

To exercise your rights, please contact us at info@orsonco.com.

10. COOKIES AND ANALYTICS

Our website uses cookies for:

Essential functions of the website;
Analytics (Google Analytics or similar tools), to understand how the website is used;
Improving your experience on the website.

You can manage or disable cookies in your browser settings. For more details, please see our Cookie Policy.

11. CHILDREN’S PRIVACY

Our services are not directed at children under 16. We do not knowingly collect personal data of minors without the consent of a parent or legal representative.

12. CHANGES TO THIS POLICY

We may update this Privacy Policy from time to time. The current version, with its effective date, is always published at www.orsonco.com.

13. CONTACT US

If you have any questions or requests about this Privacy Policy, please contact us:

Orson Co. LLC (Orson Law Firm)
Phone: +995 511 77 85 77 / +995 322 560 877
Email: info@orsonco.com
Website: www.orsonco.com

© 2026 Orson Co. LLC. All rights reserved.


══════════════════════════════════════════


კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის 22 ოქტომბერი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს, გადასცემს და იცავს პერსონალურ მონაცემებს შპს „ორსონ კო“ (სავაჭრო სახელი: „ორსონი“ / Orson Law Firm, საიდენტიფიკაციო კოდი: 404569677). პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება შემდეგი აქტების შესაბამისად:

საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რეგულაცია (EU) 2016/679, იმ შემთხვევებში, როდესაც ის ვრცელდება ჩვენს კლიენტებსა და ვებგვერდის მომხმარებლებზე.

როგორც იურიდიული ფირმა, კლიენტებისგან მიღებულ ინფორმაციას ვიცავთ კონფიდენციალურად, საქართველოში ადვოკატებზე მოქმედი პროფესიული საიდუმლოების წესების შესაბამისად.

1. ვინ ვართ ჩვენ

შპს „ორსონ კო“ (Orson Law Firm)
მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. №61, კრწანისი მოდერნ ბიზნეს ცენტრი, ოფისი 5ა, 0114
ტელ.: +995 511 77 85 77 / +995 322 560 877
ელ. ფოსტა: info@orsonco.com
ვებგვერდი: www.orsonco.com

ამ პოლიტიკით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამმუშავებელია შპს „ორსონ კო“.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

ჩვენთან ურთიერთობის ფორმიდან გამომდინარე, შესაძლოა დავამუშაოთ:

საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, კომპანიის დასახელება და სამართლებრივი ფორმა;
იურიდიული მომსახურებისთვის მოწოდებული ინფორმაცია: დოკუმენტები, მიმოწერა და ინფორმაცია თქვენი საქმის შესახებ;
ანგარიშსწორების მონაცემები: ხელშეკრულების, ანგარიშ-ფაქტურისა და გადახდის მიღებისთვის საჭირო ინფორმაცია;
ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერისა და მოწყობილობის ტიპი, ვებგვერდის გამოყენების სტატისტიკა.

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია თქვენი საქმისთვის და დაშვებულია კანონით, ან თქვენ გაცემული გაქვთ წერილობითი თანხმობა.

3. როგორ ვაგროვებთ მონაცემებს

პერსონალურ მონაცემებს ვიღებთ, როდესაც:

დაგვიკავშირდებით ვებგვერდის ფორმით, ელ. ფოსტით, ტელეფონით ან მესენჯერით;
დაჯავშნით კონსულტაციას ან გაგვიფორმებთ იურიდიულ მომსახურებას;
სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს: ქუქი ფაილებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების მეშვეობით.

4. დამუშავების მიზნები

პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, რათა:

ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს და დავგეგმოთ კონსულტაცია;
გაგიწიოთ, ვმართოთ და გავაუმჯობესოთ იურიდიული მომსახურება;
მოვამზადოთ ხელშეკრულებები, ანგარიშ-ფაქტურები და სხვა სამართლებრივი დოკუმენტები;
შევასრულოთ კანონით დაკისრებული ვალდებულებები, მათ შორის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) შემოწმება, საგადასახადო და დოკუმენტების შენახვის მოთხოვნები;
დავიცვათ ვებგვერდის უსაფრთხოება და თავიდან ავიცილოთ თაღლითობა.

5. დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და, შესაბამის შემთხვევებში, GDPR-ის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემდეგი საფუძვლებით:

თანხმობა, თუ ის გაცემული გაქვთ (GDPR, მუხლი 6(1)(a));
ხელშეკრულების შესრულება ან თქვენი მოთხოვნით ხელშეკრულების დადებამდე საჭირო ქმედებები (GDPR, მუხლი 6(1)(b));
კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება, მათ შორის AML, საგადასახადო და დოკუმენტების შენახვის მოთხოვნები (GDPR, მუხლი 6(1)(c));
ჩვენი კანონიერი ინტერესი კომპანიის საქმიანობის წარმართვასა და დაცვაში, თუ მას არ აღემატება თქვენი უფლებები (GDPR, მუხლი 6(1)(f)).

6. მონაცემთა შენახვა და უსაფრთხოება

პერსონალური მონაცემები ინახება დაცულ სისტემებში, წვდომის კონტროლით და, საჭიროების შემთხვევაში, დაშიფვრით. მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია ამ პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისთვის, ან უფრო ხანგრძლივად, თუ ამას საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს.

7. ინფორმაციის გადაცემა

პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს:

მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც გვეხმარებიან საქმიანობაში (IT, ჰოსტინგი, ელ. ფოსტა, პროფესიული მომსახურება), ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მათ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვას ავალდებულებს;
სასამართლოებს, საჯარო დაწესებულებებსა და მარეგულირებლებს, თუ ამას კანონი მოითხოვს ან ეს აუცილებელია თქვენი საქმის წარმოებისთვის;
სხვა მესამე პირებს (მაგ. ნოტარიუსს, საჯარო რეესტრს, ხელშეკრულების მხარეს), თუ ეს აუცილებელია თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურებისთვის ან თქვენი თანხმობით.

პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე არ ვყიდით და არ ვაქირავებთ.

8. საერთაშორისო გადაცემა

თუ პერსონალური მონაცემები გადაეცემა საქართველოს ან ევროპის ეკონომიკური სივრცის ფარგლებს გარეთ, ვუზრუნველყოფთ შესაბამის გარანტიებს, როგორიცაა:

ადეკვატურობის შესახებ გადაწყვეტილება;
ამ მიზნით დამტკიცებული სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები;
სხვა გარანტიის არარსებობისას, გადაცემის აუცილებლობა თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად, ან თქვენი ინფორმირებული თანხმობა.

9. თქვენი უფლებები

კანონით დადგენილი პირობებით, თქვენ გაქვთ უფლება:

მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა;
მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა;
ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა, თუ დამუშავება თანხმობას ეფუძნება;
მოითხოვოთ დამუშავების შეზღუდვა ან განაცხადოთ პროტესტი დამუშავებაზე;
მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან, თუ GDPR ვრცელდება, ევროკავშირის შესაბამის საზედამხედველო ორგანოს.

უფლებების გამოსაყენებლად მოგვწერეთ: info@orsonco.com

10. ქუქი ფაილები და ანალიტიკა

ჩვენი ვებგვერდი იყენებს ქუქი ფაილებს:

ვებგვერდის აუცილებელი ფუნქციონირებისთვის;
ანალიტიკისთვის (Google Analytics ან მსგავსი ინსტრუმენტები), ვებგვერდის გამოყენების შესაფასებლად;
მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

ქუქი ფაილების მართვა ან გამორთვა შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ქუქი ფაილების პოლიტიკაში.

11. არასრულწლოვანთა მონაცემები

ჩვენი მომსახურება არ არის განკუთვნილი 16 წლამდე პირებისთვის. არასრულწლოვანის პერსონალურ მონაცემებს შეგნებულად არ ვამუშავებთ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე.

12. პოლიტიკის განახლება

შესაძლოა დროდადრო განვაახლოთ წინამდებარე პოლიტიკა. მოქმედი ვერსია, ძალაში შესვლის თარიღით, ყოველთვის გამოქვეყნებულია ვებგვერდზე www.orsonco.com.

13. საკონტაქტო ინფორმაცია

ამ პოლიტიკასთან დაკავშირებული შეკითხვებისა და მოთხოვნებისთვის დაგვიკავშირდით:

შპს „ორსონ კო“ (Orson Law Firm)
ტელ.: +995 511 77 85 77 / +995 322 560 877
ელ. ფოსტა: info@orsonco.com
ვებგვერდი: www.orsonco.com

© 2026 შპს „ორსონ კო“. ყველა უფლება დაცულია.