TERMS OF USE

Last updated: 22 October 2026

These Terms of Use govern your access to and use of the website www.orsonco.com (the “Website”), operated by Orson Co. LLC, operating as Orson Law Firm (“Orson”, “we”, “us” or “our”), a limited liability company registered in Georgia (identification code: 404569677), with its office at 61 Vakhtang Gorgasali Street, Krtsanisi Modern Business Center, Office 5A, Tbilisi 0114, Georgia.

By using the Website, you agree to these Terms of Use and to our Privacy Policy and Cookie Policy. If you do not agree, please do not use the Website.

1. NO LEGAL ADVICE

The content of the Website, including articles, insights and service descriptions, is provided for general information only. It is not legal advice and should not be relied on as such. Legal advice depends on the specific facts of each case, and you should consult a lawyer before taking or refraining from any action.

2. NO LAWYER-CLIENT RELATIONSHIP

Using the Website, contacting us through the Website, by email, phone or messaging apps, or booking a free consultation does not create a lawyer-client relationship. A lawyer-client relationship is created only when we have confirmed that we can act for you, including after a conflict check, and we have agreed the scope and fees of our services in writing.

Until such an agreement is signed, please do not send us confidential or time-sensitive information about your matter.

3. FREE INITIAL CONSULTATION

The free 15-minute consultation is a short introductory call to understand your situation and explain how we may help. It does not constitute legal advice on which you may rely, and it does not oblige either party to enter into an engagement.

4. PAST RESULTS

Any case results, client feedback or examples of our work published on the Website or our social media relate to specific matters and their specific facts. They do not guarantee or predict a similar outcome in any other matter.

5. INTELLECTUAL PROPERTY

All content on the Website, including texts, graphics, logos, images, videos and design, is owned by or licensed to Orson and is protected by intellectual property laws. You may view and print pages for your personal, non-commercial use. Any other copying, reproduction or distribution requires our prior written consent.

6. ACCEPTABLE USE

You agree not to use the Website in any way that is unlawful, harmful or that interferes with its operation, including by attempting to gain unauthorised access, introducing malicious code, or collecting data from the Website by automated means.

7. THIRD-PARTY LINKS

The Website may contain links to third-party websites. We do not control and are not responsible for the content, availability or privacy practices of those websites.

8. ACCURACY OF INFORMATION

We take reasonable care to keep the Website accurate and up to date. However, laws and regulations change frequently, and we do not guarantee that the content of the Website is complete, current or free of errors.

9. LIMITATION OF LIABILITY

To the extent permitted by law, Orson is not liable for any loss or damage arising from the use of, or reliance on, the content of the Website. Our liability for legal services is governed exclusively by the engagement agreement concluded with the client.

10. GOVERNING LAW AND JURISDICTION

These Terms of Use are governed by the laws of Georgia. Any dispute arising in connection with the Website shall be resolved by the competent courts of Tbilisi, Georgia.

11. CHANGES TO THESE TERMS

We may update these Terms of Use from time to time. The current version, with its effective date, is always published on the Website.

12. CONTACT

Orson Co. LLC (Orson Law Firm)
61 Vakhtang Gorgasali Street, Krtsanisi Modern Business Center, Office 5A, Tbilisi 0114, Georgia
Phone: +995 511 77 85 77
Email: info@orsonco.com
Website: www.orsonco.com

© 2026 Orson Co. LLC. All rights reserved.


ვებგვერდის გამოყენების პირობები

ბოლო განახლება: 2026 წლის 22 ოქტომბერი

წინამდებარე პირობები არეგულირებს ვებგვერდის www.orsonco.com (შემდგომში „ვებგვერდი”) გამოყენებას. ვებგვერდს მართავს შპს „ორსონ კო” (სავაჭრო სახელი: „ორსონი” / Orson Law Firm, საიდენტიფიკაციო კოდი: 404569677), მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. №61, კრწანისი მოდერნ ბიზნეს ცენტრი, ოფისი 5ა, 0114.

ვებგვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს, ასევე ჩვენს კონფიდენციალურობისა და ქუქი ფაილების პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ვებგვერდი.

1. ინფორმაცია არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის სტატიები და მომსახურების აღწერა, ზოგადი ხასიათისაა და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. იურიდიული რჩევა დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე, ამიტომ რაიმე ქმედების განხორციელებამდე ან მისგან თავის შეკავებამდე მიმართეთ იურისტს.

2. კლიენტთან ურთიერთობის წარმოშობა

ვებგვერდის გამოყენება, ჩვენთან დაკავშირება ვებგვერდის, ელ. ფოსტის, ტელეფონის ან მესენჯერის მეშვეობით, ან უფასო კონსულტაციის დაჯავშნა არ წარმოშობს ადვოკატსა და კლიენტს შორის სამართლებრივ ურთიერთობას. ასეთი ურთიერთობა წარმოიშობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავადასტურებთ, რომ შეგვიძლია თქვენი წარმომადგენლობა, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტის შემოწმების შემდეგ, და წერილობით შევთანხმდებით მომსახურების მოცულობასა და ანაზღაურებაზე.

ხელშეკრულების გაფორმებამდე, გთხოვთ, ნუ გამოგვიგზავნით თქვენს საქმესთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ან ვადებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

3. უფასო საწყისი კონსულტაცია

15-წუთიანი უფასო კონსულტაცია არის მოკლე გაცნობითი საუბარი თქვენი საკითხის გასაგებად და იმის ასახსნელად, თუ როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ. ის არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოთ, და არცერთ მხარეს არ აკისრებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას.

4. წინა შედეგები

ვებგვერდზე ან ჩვენს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული საქმის შედეგები, კლიენტების შეფასებები და ჩვენი საქმიანობის მაგალითები ეხება კონკრეტულ საქმეებს და მათ გარემოებებს. ისინი არ იძლევა გარანტიას, რომ სხვა საქმეში მსგავსი შედეგი დადგება.

5. ინტელექტუალური საკუთრება

ვებგვერდის მთელი შინაარსი, მათ შორის ტექსტები, გრაფიკა, ლოგოები, ფოტოები, ვიდეოები და დიზაინი, ეკუთვნის ორსონს ან გამოიყენება ლიცენზიით და დაცულია ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობით. შეგიძლიათ გვერდების დათვალიერება და ამობეჭდვა პირადი, არაკომერციული მიზნით. ნებისმიერი სხვა გამოყენება, კოპირება ან გავრცელება საჭიროებს ჩვენს წინასწარ წერილობით თანხმობას.

6. ვებგვერდის გამოყენების წესი

თქვენ ვალდებული ხართ, არ გამოიყენოთ ვებგვერდი უკანონო ან საზიანო მიზნით, ან ისე, რომ ხელი შეეშალოს მის ფუნქციონირებას, მათ შორის უნებართვო წვდომის მცდელობით, მავნე კოდის შეტანით ან ავტომატური საშუალებებით მონაცემების მოპოვებით.

7. მესამე პირების ბმულები

ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს მესამე პირების ვებგვერდების ბმულებს. ჩვენ არ ვაკონტროლებთ და არ ვართ პასუხისმგებელი ამ ვებგვერდების შინაარსზე, ხელმისაწვდომობასა და კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე.

8. ინფორმაციის სიზუსტე

ვცდილობთ, ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია იყოს ზუსტი და განახლებული. თუმცა კანონმდებლობა ხშირად იცვლება, და ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებგვერდის შინაარსი სრული, აქტუალური და შეცდომების გარეშეა.

9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

კანონით დაშვებულ ფარგლებში, ორსონი არ არის პასუხისმგებელი ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ვებგვერდის შინაარსის გამოყენებით ან მასზე დაყრდნობით. იურიდიულ მომსახურებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა რეგულირდება მხოლოდ კლიენტთან დადებული ხელშეკრულებით.

10. გამოსაყენებელი სამართალი და დავების განხილვა

წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ვებგვერდთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განიხილება თბილისის შესაბამისი სასამართლოს მიერ.

11. პირობების ცვლილება

შესაძლოა დროდადრო განვაახლოთ წინამდებარე პირობები. მოქმედი ვერსია, ძალაში შესვლის თარიღით, ყოველთვის გამოქვეყნებულია ვებგვერდზე.

12. საკონტაქტო ინფორმაცია

შპს „ორსონ კო” (Orson Law Firm)
ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. №61, კრწანისი მოდერნ ბიზნეს ცენტრი, ოფისი 5ა, 0114
ტელ.: +995 511 77 85 77
ელ. ფოსტა: info@orsonco.com
ვებგვერდი: www.orsonco.com

© 2026 შპს „ორსონ კო”. ყველა უფლება დაცულია.