დავების გადაწყვეტა
გადაუხდელი თანხა, შეუსრულებელი ვალდებულება ან პარტნიორთან უთანხმოება ბიზნესს დროსა და რესურსს აკარგვინებს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასება და მოქმედების გააზრებული გეგმა.
ორსონი შეისწავლის საქმის გარემოებებს, ხელშეკრულებებს, გადახდის დოკუმენტებსა და მიმოწერას. ამის საფუძველზე განვიხილავთ შესაძლო გზებს, მოსალოდნელ ხარჯებსა და რისკებს და თქვენთან ერთად შევარჩევთ მოქმედების სტრატეგიას.

რას მოიცავს მომსახურება
- დავალიანების ამოღება
- ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებული მოთხოვნები
- ზიანის ანაზღაურების საკითხები
- ქონებრივი, კორპორატიული და შრომითი დავები
- პრეტენზიებისა და საპასუხო წერილების მომზადება
- მოლაპარაკება და მორიგების პირობების შეთანხმება
- წარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში
- აღსრულების პროცესში წარმომადგენლობა
საქმის მიმდინარეობისას გაცნობებთ მნიშვნელოვან გარემოებებსა და გადაწყვეტილებებს. მორიგების შესაძლებლობას ვაფასებთ თქვენი ინტერესებისა და შეთანხმების რეალურად შესრულების პერსპექტივის გათვალისწინებით.
დაგვიკავშირდით თქვენი მოთხოვნისა და შესაძლო ნაბიჯების შესაფასებლად.
დაგვიკავშირდითTrusted by Companies
















განვიხილოთ თქვენი საკითხი
დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან WhatsApp-ით. მოკლედ გაგვაცანით თქვენი საკითხი და შევათანხმოთ შემდეგი ნაბიჯები.
გადაგამისამართებთ ჯავშნის კალენდარზე...
