orson co logo

ლიცენზიები და ნებართვები

საქმიანობის დაწყებამდე ან ახალი პროექტის განხორციელებამდე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომელი თანხმობა, ლიცენზია ან ნებართვა გჭირდებათ და რა დოკუმენტაცია უნდა მოამზადოთ.

ორსონი შეისწავლის დაგეგმილ საქმიანობას, განსაზღვრავს შესაბამის სამართლებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს განაცხადის მომზადებისა და უწყებებთან ურთიერთობის იურიდიულ მხარდაჭერას.

ლიცენზიები და ნებართვები

რას მოიცავს მომსახურება

  • საქმიანობისთვის საჭირო ნებართვებისა და ლიცენზიების განსაზღვრა
  • არსებული დოკუმენტაციის სამართლებრივი შეფასება
  • განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მომზადება
  • სახელმწიფო და მუნიციპალურ უწყებებთან წარმომადგენლობა
  • დამატებით მოთხოვნებსა და შენიშვნებზე პასუხების მომზადება
  • სამშენებლო და ქონებასთან დაკავშირებული სანებართვო საკითხები
  • მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში გასაჩივრება

თუ პროცესი ტექნიკურ დოკუმენტაციასაც მოითხოვს, იურიდიულ საკითხებზე ვთანამშრომლობთ პროექტში ჩართულ შესაბამის სპეციალისტებთან.

თქვენ წინასწარ იღებთ ინფორმაციას საჭირო ნაბიჯების, თქვენს მიერ მოსამზადებელი მასალებისა და გამოსასწორებელი საკითხების შესახებ.

დაგვიკავშირდით დაგეგმილი საქმიანობის ან პროექტის განსახილველად.

დაგვიკავშირდით
← ყველა მომსახურება

Trusted by Companies

განვიხილოთ თქვენი საკითხი

დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან WhatsApp-ით. მოკლედ გაგვაცანით თქვენი საკითხი და შევათანხმოთ შემდეგი ნაბიჯები.

Lela Gochitashvili legal services
მოგვწერეთ