ვალერი მუმლაძე ადვოკატია, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს საქმის მასალების შესწავლას, მტკიცებულებების შეფასებას, სამართლებრივი პოზიციის შემუშავებასა და კლიენტის ინტერესების დაცვას.
ვალერის პრაქტიკა მოიცავს ეკონომიკურ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ და სხვა სისხლის სამართლის საქმეებს. მას მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამართლის მაგისტრის ხარისხი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით.
საქმეზე მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ფაქტობრივი გარემოებების დეტალურ შესწავლას, დაცვის სტრატეგიასა და კლიენტთან შეთანხმებულ მოქმედებებს.