Nikoloz Magaldadze orson

ნიკოლოზ მაღალდაძე

ბიზნესის განვითარებისა და სტრატეგიის ხელმძღვანელი
გამოცდილი ანტრეპრენერი

ნიკოლოზ მაღალდაძე გამოცდილი ანტრეპრენერი და ორსონის ბიზნესის განვითარებისა და სტრატეგიის ხელმძღვანელია. იგი კომპანიებს საკუთარი სამეწარმეო და მმართველობითი გამოცდილებით ეხმარება ბიზნესის შექმნაში, საქმიანობის გამართვაში, გაფართოებასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებაში.

მისი საქმიანობა მოიცავს ბიზნესსტრატეგიის შემუშავებას, მართვისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებას, კომერციულ მოლაპარაკებებსა და საქმიანი ურთიერთობების განვითარებას. სახელმწიფო და კერძო სექტორებში მუშაობის გამოცდილება საშუალებას აძლევს, კომპანიის ამოცანები შეაფასოს კომერციული, ორგანიზაციული და ინსტიტუციური თვალსაზრისით.

ნიკოლოზის მიდგომა ეფუძნება ბიზნესის პრაქტიკულ ცოდნას: როგორ ჩამოყალიბდეს სიცოცხლისუნარიანი ბიზნესმოდელი, როგორ განისაზღვროს პრიორიტეტები და როგორ გადაიქცეს განვითარების გეგმა კონკრეტულ მოქმედებებად. კომპანიებთან მუშაობისას ყურადღებას ამახვილებს რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე, მართვის ხარისხსა და მომგებიანობის გაუმჯობესებაზე.

ნიკოლოზი მონაწილეობს როგორც თავად ორსონის განვითარებაში, ისე კლიენტი კომპანიების ბიზნესსტრატეგიის, მართვისა და განვითარების საკითხებზე მუშაობაში. მისი კომერციული ხედვა ავსებს გუნდის იურიდიულ გამოცდილებას და კლიენტებს გადაწყვეტილებების ბიზნესზე გავლენის შეფასებაში ეხმარება.

ჩვენი გუნდი

გაიცანით გუნდი, რომელიც თქვენს საქმეზე მუშაობს.

მმართველი პარტნიორი, ადვოკატი

ბიზნესის განვითარებისა და სტრატეგიის ხელმძღვანელი
გამოცდილი ანტრეპრენერი

კორპორატიული იურისტი, მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ადვოკატი, დავების გადაწყვეტა

იურისტი, საიმიგრაციო საკითხები

მოგვწერეთ