Lela Gochitashvili legal services

ლელა გოჩიტაშვილი

მმართველი პარტნიორი, ადვოკატი

ლელა გოჩიტაშვილი ორსონის მმართველი პარტნიორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატია. მას აქვს 17-წლიანი იურიდიული გამოცდილება კორპორატიულ და კომერციულ საკითხებში, უძრავი ქონების გარიგებებში, საინვესტიციო პროექტებსა და დავების წარმოებაში.

ლელა მუშაობს ქართული და საერთაშორისო კომპანიების სამართლებრივ საკითხებზე. მისი პრაქტიკა მოიცავს ბიზნესის მართვას, პარტნიორთა ურთიერთობებს, კომერციულ მოლაპარაკებებს, ტენდერებსა და მნიშვნელოვანი გარიგებების სამართლებრივ უზრუნველყოფას. მშენებლობისა და უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება საშუალებას აძლევს, პროექტები შეაფასოს როგორც სამართლებრივი, ისე კომერციული ინტერესების გათვალისწინებით.

ორსონში ლელა განსაზღვრავს საქმის სტრატეგიას, ხელმძღვანელობს გუნდის მუშაობას და უშუალოდ მონაწილეობს მნიშვნელოვან მოლაპარაკებებსა და პროექტებში.

ლელა ასევე მუშაობს სამართლებრივი მომსახურების ტექნოლოგიურ განვითარებაზე და არის LegalTech პლატფორმა Clerix-ის იდეის ავტორი. პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ჩვენი გუნდი

გაიცანით გუნდი, რომელიც თქვენს საქმეზე მუშაობს.

მმართველი პარტნიორი, ადვოკატი

ბიზნესის განვითარებისა და სტრატეგიის ხელმძღვანელი
გამოცდილი ანტრეპრენერი

კორპორატიული იურისტი, მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ადვოკატი, დავების გადაწყვეტა

იურისტი, საიმიგრაციო საკითხები

მოგვწერეთ