Elizabeth Lomsadze orson

ელისაბედ ლომსაძე

იურისტი, საიმიგრაციო საკითხები

ელისაბედ ლომსაძე ორსონის იურისტია, რომლის პრაქტიკის ძირითადი მიმართულებაა საიმიგრაციო საკითხები, ბინადრობის ნებართვები და შესაბამისი სასამართლო დავები.

ლიზის დაგროვილი აქვს მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება უცხოელი მოქალაქეების საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებისა და საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებული საქმეების წარმოებაში. იგი მუშაობს საქმის გარემოებების შეფასებაზე, განაცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადებაზე, სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციასა და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივ ანალიზზე.

მისი გამოცდილება მოიცავს ბინადრობის ნებართვაზე უარის გასაჩივრებასა და საიმიგრაციო სასამართლო დავებზე მუშაობას. თითოეულ საქმეში ყურადღებას აქცევს მტკიცებულებების სრულყოფილად მომზადებას, ვადების დაცვასა და კლიენტთან მკაფიო კომუნიკაციას.

ლიზი მუშაობს როგორც კერძო პირების, ისე უცხოელ თანამშრომლებთან დაკავშირებულ კომპანიების საიმიგრაციო საკითხებზე.

ჩვენი გუნდი

გაიცანით გუნდი, რომელიც თქვენს საქმეზე მუშაობს.

მმართველი პარტნიორი, ადვოკატი

ბიზნესის განვითარებისა და სტრატეგიის ხელმძღვანელი
გამოცდილი ანტრეპრენერი

კორპორატიული იურისტი, მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ადვოკატი, დავების გადაწყვეტა

იურისტი, საიმიგრაციო საკითხები

მოგვწერეთ