Orson_Site_Icon_512

ორსონის შესახებ

ორსონი თბილისში მოქმედი იურიდიული კომპანიაა. 2018 წლიდან ვუწევთ მომსახურებას ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, ინვესტორებსა და კერძო პირებს. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება 17-წლიან იურიდიულ გამოცდილებას და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ გარიგებებსა და პროექტებზე მუშაობას.

ვიცნობთ ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებსა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახლავს. ვმუშაობთ კორპორატიულ საკითხებზე, კომერციულ გარიგებებზე, ტენდერებზე, უძრავ ქონებასა და საინვესტიციო პროექტებზე. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და წარმოვადგენთ კლიენტების ინტერესებს დავების გადაწყვეტის პროცესში.

ჩვენი გამოცდილება მოიცავს მეტალურგიის, მშენებლობის, კვების, ვაჭრობის, სასტუმრო ბიზნესის, მოდის ინდუსტრიის, სტომატოლოგიური კლინიკების, ტექნოლოგიებისა და სპორტის სფეროებში მოქმედ კომპანიებსა და ორგანიზაციებს. თითოეულ საქმეში ვითვალისწინებთ კლიენტის საქმიანობის თავისებურებებს, მიზნებსა და კომერციულ ინტერესებს.

კლიენტებთან ვსაუბრობთ გასაგებად, ვაფასებთ შესაძლო რისკებს და ვთავაზობთ მოქმედების კონკრეტულ გზებს. ვმუშაობთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ჩვენი გუნდი

გაიცანით გუნდი, რომელიც თქვენს საქმეზე მუშაობს.

მმართველი პარტნიორი, ადვოკატი

ბიზნესის განვითარებისა და სტრატეგიის ხელმძღვანელი
გამოცდილი ანტრეპრენერი

კორპორატიული იურისტი, მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ადვოკატი, დავების გადაწყვეტა

იურისტი, საიმიგრაციო საკითხები

განვიხილოთ თქვენი საკითხი

დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან WhatsApp-ით. მოკლედ გაგვაცანით თქვენი საკითხი და შევათანხმოთ შემდეგი ნაბიჯები.

Lela Gochitashvili legal services
მოგვწერეთ