უძრავი ქონება და ინვესტიციები
ქონების შეძენისას ან პროექტში ინვესტირებისას ფასთან ერთად მნიშვნელოვანია საკუთრების მდგომარეობა, არსებული ვალდებულებები, მშენებლობის დოკუმენტაცია და მეორე მხარის პასუხისმგებლობა.
ორსონი უძრავი ქონების გარიგებებსა და საინვესტიციო პროექტებში მუშაობს წინასწარი შემოწმებიდან პირობების შეთანხმებისა და საკუთრების რეგისტრაციის ჩათვლით.

რას მოიცავს მომსახურება
- საკუთრებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შემოწმება
- ქონებაზე არსებული შეზღუდვებისა და ვალდებულებების შეფასება
- დეველოპერთან და გამყიდველთან მოლაპარაკება
- წინარე და საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადება და შემოწმება
- გადახდის, ჩაბარების, ხარისხისა და პასუხისმგებლობის პირობების შეთანხმება
- იჯარის ხელშეკრულებები
- მიღება-ჩაბარების აქტების შემოწმება
- საკუთრების რეგისტრაციის სამართლებრივი მხარდაჭერა
- საინვესტიციო და დეველოპერული შეთანხმებების მომზადება
ვმუშაობთ როგორც კერძო პირების ქონებრივ გარიგებებზე, ისე კომერციულ ფართებზე, მიწის ნაკვეთებსა და სამშენებლო პროექტებზე.
თქვენ იღებთ ინფორმაციას გამოვლენილი სამართლებრივი რისკებისა და იმ საკითხების შესახებ, რომლებიც თანხის გადახდამდე ან ხელმოწერამდე უნდა გადაწყდეს.
დაგვიკავშირდით ქონების შეძენამდე ან საინვესტიციო შეთანხმების გაფორმებამდე.
დაგვიკავშირდითTrusted by Companies
















განვიხილოთ თქვენი საკითხი
დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან WhatsApp-ით. მოკლედ გაგვაცანით თქვენი საკითხი და შევათანხმოთ შემდეგი ნაბიჯები.
გადაგამისამართებთ ჯავშნის კალენდარზე...
