კორპორატიული სამართალი
ბიზნესის დაწყება, ახალი პარტნიორის შემოსვლა ან კომპანიის გაფართოება მოითხოვს მკაფიო შეთანხმებებს. წინასწარ განსაზღვრული უფლებები, პასუხისმგებლობები და გადაწყვეტილების მიღების წესები ამცირებს გაურკვევლობას და კომპანიას გამართულად მუშაობის საშუალებას აძლევს.
ორსონი კომპანიებს უწევს იურიდიულ მომსახურებას დაფუძნებიდან საქმიანობის განვითარებისა და სტრუქტურული ცვლილებების ჩათვლით. ვსწავლობთ თქვენი ბიზნესის მოდელს, პარტნიორთა მიზნებს და ვამზადებთ მათზე მორგებულ სამართლებრივ დოკუმენტაციას.

რას მოიცავს მომსახურება
- კომპანიის დაფუძნება და სარეგისტრაციო ცვლილებები
- წესდებისა და პარტნიორთა შეთანხმებების მომზადება
- პარტნიორთა კრებებისა და გადაწყვეტილებების დოკუმენტირება
- დირექტორის უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა
- წილის შეძენისა და გასხვისების სამართლებრივი მხარდაჭერა
- კომპანიების შეძენა, შერწყმა და რეორგანიზაცია
- პარტნიორებს შორის უთანხმოების გადაწყვეტა
გარიგებამდე ვამოწმებთ შესაბამის დოკუმენტაციასა და ვალდებულებებს, გამოვყოფთ მნიშვნელოვან რისკებს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პირობების შესათანხმებლად.
დაგვიკავშირდით თქვენი კომპანიის საკითხის განსახილველად.
დაგვიკავშირდითTrusted by Companies
















განვიხილოთ თქვენი საკითხი
დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან WhatsApp-ით. მოკლედ გაგვაცანით თქვენი საკითხი და შევათანხმოთ შემდეგი ნაბიჯები.
გადაგამისამართებთ ჯავშნის კალენდარზე...
