იურიდიული მომსახურება

თქვენი ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობიდან მნიშვნელოვან გარიგებებსა და საინვესტიციო პროექტებამდე, გთავაზობთ თქვენს მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ იურიდიულ მომსახურებას.

კორპორატიული სამართალი

კორპორატიული სამართალი

კომპანიის დაფუძნება, წესდებისა და პარტნიორთა შეთანხმებების მომზადება, წილების გასხვისება, მართვის საკითხები, რეორგანიზაცია და კომპანიების შეძენა თუ შერწყმა.

ვრცლად »
ხელშეკრულებები და გარიგებები

ხელშეკრულებები და გარიგებები

კომერციული პირობების შეთანხმება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების სამართლებრივი გამართვა. ვმუშაობთ მიწოდების, მომსახურების, მშენებლობის, დისტრიბუციისა და სხვა ბიზნესგარიგებებზე.

ვრცლად »
დავების გადაწყვეტა

დავების გადაწყვეტა

დავალიანების ამოღება, დარღვეული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები და ბიზნესდავების წარმოება. თქვენს ინტერესებს წარმოვადგენთ მოლაპარაკებებში, სასამართლოში, არბიტრაჟსა და აღსრულების პროცესში.

ვრცლად »
უძრავი ქონება და ინვესტიციები

უძრავი ქონება და ინვესტიციები

ქონების სამართლებრივი შემოწმება, შეძენისა და იჯარის პირობების შეთანხმება, საკუთრების რეგისტრაცია და საინვესტიციო თუ დეველოპერული პროექტების სამართლებრივი მხარდაჭერა.

ვრცლად »
ინტელექტუალური საკუთრება

ინტელექტუალური საკუთრება

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია, საავტორო უფლებების დაცვა და სალიცენზიო ხელშეკრულებები. სამართლებრივად ვრეაგირებთ თქვენი ბრენდისა და ნამუშევრების უნებართვო გამოყენებაზე.

ვრცლად »
ლიცენზიები და ნებართვები

ლიცენზიები და ნებართვები

საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების განსაზღვრა, დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა შესაბამის უწყებებთან, მათ შორის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ვრცლად »
შრომითი ურთიერთობები

შრომითი ურთიერთობები

შრომითი ხელშეკრულებები და შინაგანაწესი, თანამშრომელთა მიღებისა და გათავისუფლების სამართლებრივი მოწესრიგება, დამსაქმებლის კონსულტირება და შრომითი დავების გადაწყვეტა.

ვრცლად »
ბინადრობა და შრომითი მიგრაცია

ბინადრობა და შრომითი მიგრაცია

უცხოელი თანამშრომლების, მეწარმეების, ინვესტორებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ბინადრობის ნებართვისა და შრომითი საქმიანობის უფლების საკითხებზე იურიდიული მომსახურება.

ვრცლად »
პერსონალური მონაცემები და ბიზნესის შესაბამისობა

პერსონალური მონაცემები და ბიზნესის შესაბამისობა

მონაცემთა დაცვის პოლიტიკებისა და შიდა წესების მომზადება, მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურება და ბიზნესის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება, მათ შორის ფულის გათეთრების პრევენციის საკითხებზე.

ვრცლად »
ტენდერები და სახელმწიფო შესყიდვები

ტენდერები და სახელმწიფო შესყიდვები

სატენდერო პირობებისა და დოკუმენტაციის სამართლებრივი შეფასება, გადაწყვეტილებების გასაჩივრება და წარმომადგენლობა დავების განხილვის საბჭოში. შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

ვრცლად »

განვიხილოთ თქვენი საკითხი

დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან WhatsApp-ით. მოკლედ გაგვაცანით თქვენი საკითხი და შევათანხმოთ შემდეგი ნაბიჯები.

Lela Gochitashvili legal services
მოგვწერეთ