იურიდიული მომსახურება

ორსონი გთავაზობთ კომპლექსურ იურიდიულ მომსახურებას როგორც კომპანიებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის.

ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი ინტერესების დაცვას სამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე – დაწყებული საჭირო დოკუმენტაციის მომზადებით, დასრულებული კონფიდენციალურობისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

ჩვენი გამოცდილი გუნდი თითოეულ საქმეს ინდივიდუალური მიდგომით გაუძღვება, ხოლო ჩვენი სამართლებრივი სტრატეგიები ეფუძნება მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას.

იურიდიული მომსახურება

ნებისმიერი ბიზნესის დაწყება და განვითარება მოითხოვს სამართლებრივ რისკების მინიმიზაციას.

ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს სამეწარმეო გარიგებების მხარდაჭერას, ხელშეკრულებების მომზადებას, კანონმდებლობასთან შესაბამისობას და სასამართლო წარმომადგენლობას.

ჩვენი გამოცდილება სხვადასხვა სექტორში გვაძლევს საშუალებას, შევიმუშაოთ ინდივიდუალური და პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომა, რაც უზრუნველყოფს თქვენი საქმიანობის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

სამეწარმეო გარიგებები

ორსონი თქვენს ბიზნესს სრულ იურიდიულ მომსახურებას გაუწევს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებისას. ჩვენი სერვისები მოიცავს სამართლებრივ მხარდაჭერას ისეთ პროცესებში, როგორიცაა კომპანიების შეძენა-გაყიდვა, წილების გადანაწილება, ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება, შერწყმა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. ჩვენი მიზანია, თითოეული ეტაპი იყოს სამართლებრივად გამართული, გამჭვირვალე და ორიენტირებული თქვენი ბიზნესის საუკეთესო შედეგებზე.

უძრავი ქონების ტრანზაქციები

ორსონი გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას უძრავი ქონების შეძენის პროცესში. ჩვენი სერვისი მოიცავს წინარე და ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადებასა და ანალიზს, ტრანზაქციის რისკების შეფასებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და სამართლებრივად გამართულ გარიგებას. ჩვენი გუნდი ასევე უზრუნველყოფს ქონების სამართლებრივი სტატუსის დეტალურ გადამოწმებას და გაუძღება მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ საკითხებს, მათ შორის მშენებლობის ნებართვების მიღებას და აუცილებელი სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას.

შრომითი სამართალი

ორსონი თანაბრად ემსახურება დამსაქმებელ კომპანიებსა და დასაქმებულ პირებს. ჩვენ ვქმნით იურიდიულად გამართულ შრომით ხელშეკრულებებს, კომპანიის შიდა პოლიტიკას და ვუზრუნველყოფთ სრულ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. ჩვენი სერვისი მოიცავს შრომითი დავების ეფექტურ მოგვარებას და კლიენტის სანდო წარმომადგენლობას სასამართლოში.

პერსონალური მონაცემების დაცვა

პერსონალური მონაცემების დაცვა დღეს სავალდებულოა. ორსონი უზრუნველყოფს იურიდიულ მხარდაჭერას მონაცემთა დამუშავების ყველა ეტაპზე. ჩვენ ვამზადებთ კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკებს, ვადგენთ აუცილებელ პროცედურებს და ვუზრუნველვყოფთ თქვენი საქმიანობის სრულ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასა და GDPR-ის საერთაშორისო სტანდარტებთან.

VASP და AML შესაბამისობა

ჩვენ ვემსახურებით ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს (VASP). ჩვენი იურიდიული მხარდაჭერა მოიცავს VASP-ის რეგისტრაციას, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML/CFT) პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას, მათ შორის, KYC პროცედურებისა და რისკების მართვის სისტემების შექმნას. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თქვენი ბიზნესის სრულ შესაბამისობას ყველა რეგულაციასთან.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა

თქვენი ბრენდი და ინოვაციები წარმოადგენენ თქვენი ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს. ორსონი გთავაზობთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ სრულ სამართლებრივ მომსახურებას. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თქვენი სასაქონლო ნიშნების, პატენტებისა და დიზაინების რეგისტრაციას და დაცვას. ასევე დაგეხმარებით როგორც შესაძლო დარღვევების პრევენციაში, ისე უკვე არსებული დავების შემთხვევაში თქვენი უფლებების დაცვაში.

 

დავები და სასამართლო წარმოება

დავის წარმოშობისას, პოზიციის სწორი და დასაბუთებული წარდგენა გადამწყვეტია. “ორსონი” დაიცავს თქვენს უფლებებს სამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე: მედიაციაში, საარბიტრაჟო პროცესსა თუ სასამართლოში. ჩვენი მომსახურება მოიცავს სარჩელის, შესაგებლის და სხვა საპროცესო დოკუმენტაციის მომზადებასა და საქმის ეფექტურ წარმართვას ყველა ინსტანციაში.

ლიცენზიები და ნებართვები

ორსონი დაგეხმარებათ ნებისმიერი სახის საქმიანობის, მშენებლობისა და სხვა ნებართვის ან ლიცენზიის დროულად მიღებაში. ჩვენ მოვამზადებთ საჭირო დოკუმენტაციას, სრულად წარვმართავთ ადმინისტრაციულ პროცედურებს და უარის შემთხვევაში, ვუზრუნველვყოფთ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

 

ხელშეკრულებების შემუშავება

ჩვენ ვამზადებთ ყველა ტიპის სამოქალაქო და სამეწარმეო ხელშეკრულებას და ვახორციელებთ არსებული დოკუმენტაციის სამართლებრივ ანალიზს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევაფასოთ პოტენციური სამართლებრივი რისკები და უზრუნველვყოთ პირობების სრული შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.

იმიგრაცია და მოქალაქეობა

საქართველოში ბინადრობის ნებართვისა და მოქალაქეობის მიღების პროცესი ხშირად რთულ ადმინისტრაციულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ორსონი უზრუნველყოფს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მომზადებას, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ეფექტური კომუნიკაციას და უარის გასაჩივრებას.

საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი

ჩვენი გუნდი გაგიწევთ სამართლებრივ დახმარებას იმ საკითხებში, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება აქტივების დაცვას და ფინანსური რისკების მართვას. ჩვენ ვამზადებთ ქორწინების ხელშეკრულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის ინტერესებისა და ქონების დაცვას განქორწინების რისკებისგან. ასევე, გთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას განქორწინებისა და მემკვიდრეობის საკითხებში. ჩვენი მიზანია, დავიცვათ თქვენი ბიზნესის აქტივები ოჯახური დავების შედეგად გამოწვეული რისკებისგან.

სისხლის სამართლის საქმის წარმოება

ჩვენ უზრუნველვყოფთ სამართლებრივ დაცვას იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც უკავშირდება კორპორაციულ დანაშაულს, ეკონომიკურ დავებსა და თანამდებობრივ რისკებს. ორსონი გთავაზობთ პროფესიულ სამართლებრივ დაცვას გამოძიების, ბრალის წარდგენისა და სასამართლო განხილვის ყველა ეტაპზე. ჩვენი სტრატეგია მიმართულია არა მხოლოდ სამართლებრივ შედეგზე, არამედ კომპანიის რეპუტაციისა და ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე. ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ სისხლისსამართლებრივი დევნის ნეგატიური გავლენა თქვენს ბიზნეს საქმიანობაზე.

დაგეგმეთ კონსულტაცია თქვენთვის სასურველ დროს.

დაგვიკავშირდით დღეს

Chat with us
Lela Gochitashvili legal services