ელისაბედ ლომსაძე არის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტი და პრაქტიკას გადის ორსონში უმცროსი იურიდიული ასისტენტის პოზიციაზე. ის გამოირჩევა მაღალი მოტივაციით, ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარებით, და აქტიურად ისწრაფვის პროფესიული განვითარებისკენ.
მისი ინტერესები მოიცავს კორპორაციულ სამართალსა და საერთაშორისო ურთიერთობებს. მონაწილეობა აქვს მიღებული სტრასბურგის სასწავლო ტურში, სადაც გაეცნო ევროპული ინსტიტუტების საქმიანობას. ასევე მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში ფილიპინებსა და სლოვაკეთში, რაც ხელს უწყობს მისი ორგანიზაციული და საერთაშორისო კომუნიკაციის უნარების განვითარებას.