შრომითი ურთიერთობები
თანამშრომლებთან მკაფიო შეთანხმებები, გამართული შიდა წესები და სწორად დოკუმენტირებული გადაწყვეტილებები კომპანიის ყოველდღიურ მართვას ამარტივებს.
ორსონი დამსაქმებლებს უწევს იურიდიულ მომსახურებას თანამშრომლის მიღებიდან შრომითი ურთიერთობის დასრულებამდე. დოკუმენტებსა და რეკომენდაციებს ვარგებთ კომპანიის სამუშაო პროცესს, პოზიციებსა და პასუხისმგებლობებს.

რას მოიცავს მომსახურება
- შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და განახლება
- შინაგანაწესისა და შიდა პოლიტიკების შემუშავება
- სამუშაო დროის, შვებულებისა და ანაზღაურების საკითხები
- კონფიდენციალურობისა და კომპანიის ინფორმაციის დაცვის პირობები
- დისციპლინური საკითხების დოკუმენტირება
- შრომითი პირობების ცვლილება
- თანამშრომელთან ურთიერთობის დასრულების სამართლებრივი შეფასება
- მოლაპარაკება, მორიგება და შრომითი დავების წარმოება
სენსიტიური გადაწყვეტილების მიღებამდე ვაფასებთ მის საფუძვლებსა და არსებულ მტკიცებულებებს. ვამზადებთ შესაბამის დოკუმენტაციას და განგიმარტავთ შესაძლო რისკებს.
დაგვიკავშირდით თქვენი კომპანიის შრომითი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.
დაგვიკავშირდითTrusted by Companies
















განვიხილოთ თქვენი საკითხი
დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან WhatsApp-ით. მოკლედ გაგვაცანით თქვენი საკითხი და შევათანხმოთ შემდეგი ნაბიჯები.
გადაგამისამართებთ ჯავშნის კალენდარზე...
