ტენდერები და სახელმწიფო შესყიდვები
ტენდერში მონაწილეობა მოითხოვს პირობების სწორად გააზრებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და ვადების დაცვას. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი მნიშვნელოვანია შესრულების, მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორების საკითხების მართვა.
ორსონი კომპანიებს უწევს იურიდიულ მომსახურებას სატენდერო პირობების შეფასებიდან შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტამდე.

რას მოიცავს მომსახურება
- სატენდერო პირობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების სამართლებრივი შეფასება
- წარსადგენი დოკუმენტაციის შემოწმება
- შემსყიდველთან განმარტებებისა და მიმოწერის მომზადება
- დისკვალიფიკაციისა და სხვა გადაწყვეტილებების შეფასება
- საჩივრების მომზადება და წარმომადგენლობა დავების განხილვის საბჭოში
- შესყიდვის ხელშეკრულებისა და ცვლილებების შეფასება
- შესრულების ვადების, მიღება-ჩაბარებისა და გადახდის საკითხები
- პირგასამტეხლოს, გარანტიისა და ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები
თუ გასაჩივრება გჭირდებათ, მოგვაწოდეთ ტენდერის ნომერი, შესაბამისი გადაწყვეტილება და მიმოწერა დროულად, რათა შევაფასოთ მოქმედების შესაძლებლობა და ვადები.
დაგვიკავშირდით ტენდერში მონაწილეობის ან შესყიდვის ხელშეკრულების საკითხებზე.
დაგვიკავშირდითTrusted by Companies
















განვიხილოთ თქვენი საკითხი
დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან WhatsApp-ით. მოკლედ გაგვაცანით თქვენი საკითხი და შევათანხმოთ შემდეგი ნაბიჯები.
გადაგამისამართებთ ჯავშნის კალენდარზე...
