7 უპირატესობა, რასაც იურიდიული აუთსორსინგი თქვენს ბიზნესს სთავაზობს
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი 2025 · განახლდა: 23 ოქტომბერი 2026
ბიზნესს სჭირდება მოქნილობა, დროის ეფექტიანი მართვა და კვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერა. ამ საჭიროებებს ხშირად საუკეთესოდ იურიდიული აუთსორსინგი პასუხობს, როცა კომპანია იურიდიულ საკითხებს გარე იურიდიულ ფირმას ანდობს. ქვემოთ განვიხილავთ, რას იღებს ბიზნესი ასეთი თანამშრომლობით და რატომ გვანდობენ ამ საქმეს ქართული და საერთაშორისო კომპანიები.
1. ხარჯების დაზოგვა
სრულ განაკვეთზე იურისტების დაქირავება მნიშვნელოვან ხარჯს მოითხოვს. აუთსორსინგის შემთხვევაში იხდით მხოლოდ იმ მომსახურებაში, რომელიც რეალურად გჭირდებათ. ფასი წინასწარ შეთანხმებული და გამჭვირვალეა, გრძელვადიანი ვალდებულებების გარეშე.
2. ერთი იურისტის ნაცვლად, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები
ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ გამოცდილება კორპორატიულ, სახელშეკრულებო, შრომით, საიმიგრაციო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში. ვმუშაობთ როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის მშენებლობის, უძრავი ქონების, სასტუმრო, ავიაციისა და კვების სექტორებში.
3. ოპერატიულობა და სიზუსტე
იურიდიული დავალებების ნაწილის გარე ფირმისთვის გადაცემით თქვენი გუნდი ძირითად საქმიანობაზე ორიენტირდება. ჩვენ ვამზადებთ დოკუმენტებს, ვადგენთ და ვამოწმებთ ხელშეკრულებებს, წარმოგადგენთ სახელმწიფო უწყებებში, ვმონაწილეობთ დავების გადაწყვეტაში, ვიღებთ საჭირო ლიცენზიებსა და ნებართვებს და გაძლევთ კონსულტაციებს. დავალებები სრულდება დროულად და ზუსტად.
4. მომსახურება, რომელიც თქვენს საჭიროებებთან ერთად იზრდება
ახალი პროექტი ან კომპანიის ზრდა ხშირად მეტ იურიდიულ რესურსს მოითხოვს. ასეთ დროს ჩვენი გუნდი სწრაფად ერთვება პროცესში, ისე რომ ახალი თანამშრომლების აყვანა და შტატის ცვლილება არ გიწევთ.
5. მხარდაჭერა მაშინ, როცა გჭირდებათ
იურიდიული საკითხები ხშირად გადაუდებელია და სამუშაო საათებს არ ემორჩილება. ვმუშაობთ მოქნილი გრაფიკით და საჭიროების შემთხვევაში ვრეაგირებთ სამუშაო საათების მიღმაც, მათ შორის შაბათ-კვირას და უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებული სასწრაფო საკითხების დროს.
6. ციფრული პლატფორმა
ორსონი კლიენტებს სთავაზობს ციფრულ პლატფორმას, რომელიც იურიდიულ მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცესებს ამარტივებს. პლატფორმაზე შეგიძლიათ დავალებების ატვირთვა, ვადებისა და შესრულების პროცესის კონტროლი, ხოლო ინფორმაცია დაცულია კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნების შესაბამისად.
7. იურისტი თქვენს ოფისში, საჭიროებისამებრ
ჩვენ მხოლოდ დისტანციურად არ ვმუშაობთ. ვხდებით თქვენი იურიდიული გუნდის ნაწილი და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ხელმძღვანელობასთან და თანამშრომლებთან, რათა მომსახურება თქვენს სამუშაო პროცესებს მოერგოს. საჭიროების შემთხვევაში ორსონის იურისტი პერიოდულად თქვენს ოფისშიც იმუშავებს და ყოველდღიურ იურიდიულ საკითხებში ჩაერთვება.
ორსონი: შედეგზე ორიენტირებული იურიდიული პარტნიორი
ჩვენი მიზანია, იურიდიული მომსახურება იყოს მარტივი, ხელმისაწვდომი და მაღალი პროფესიული სტანდარტის. თუ განიხილავთ იურიდიული ფუნქციის ნაწილობრივ ან სრულ აუთსორსინგს, დაგვიკავშირდით და ერთად შევარჩევთ თქვენთვის შესაფერის მოდელს.
