მარიამ ასანიძე

დირექტორი

მარიამ ასანიძე არის ორსონის დირექტორი, რომელიც ხელმძღვანელობს კომპანიის სტრატეგიულ განვითარებასა და ბიზნეს-პროცესებს. მისი მიზანია ორსონი იქცეს სამართლებრივი სერვისების სფეროში პროგრესისა და პროფესიონალიზმის ეტალონად. ინოვაციური მიდგომებით, მაღალი სტანდარტებით და კლიენტზე მორგებული სერვისებით.

იურიდიული განათლება მარიამმა მიიღო ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ხოლო პროფესიული კვალიფიკაცია გააღრმავა დიდ ბრიტანეთში.

საბანკო სექტორში მიღებული გამოცდილება, განსაკუთრებით ციფრული ტრანსფორმაციისა და მერჩანტული ურთიერთობების მიმართულებით, მარიამს ანიჭებს ხედვას კორპორაციული პროცესების მართვაში. ის წარმატებით ხელმძღვანელობდა სტრატეგიული ინიციატივებს, რომელთა ფარგლებშიც გაძლიერდა ინოვაციური მომსახურებები.

მარიამ ასანიძე არის ლიდერი, რომლის მართვის სტილი და პროფესიული ხედვა აერთიანებს სამართლებრივ სიზუსტეს, ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებასა და ტექნოლოგიური პროგრესისკენ სწრაფვას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორსონის სტაბილურ ზრდასა და პოზიციების განმტკიცებას როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენი გუნდი

„ორსონის“ გუნდი აერთიანებს იურიდიული, საგადასახადო, ბუღალტრული, აუდიტორული და IT სფეროს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან და ვთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას, რომელიც ბიზნესის ეფექტურ განვითარებაზეა მორგებული.

ლელა გოჩიტაშვილი

დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
კორპორატიული იურისტი

მარიამ ასანიძე

დირექტორი

ვალერი მუმლაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

მარიამ სანთელაძე

იურისტი

იო ელენა ტყებუჩავა

სტრატეგიებისა და ოპერაციების ხელმძღვანელი

ელისაბედ ლომსაძე

უმცროსი იურისტი

დიმიტრი ქაცარავა

ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი