მედიაცია: კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის კულტურა

Conflicts are an inevitable part of human and business interaction, but how we choose to resolve them can define relationships, reputations, and long-term outcomes. In Georgia, the growing practice of mediation provides an effective, confidential, and cost-efficient way to address disputes while preserving trust and cooperation. This article explores the negative consequences of unresolved conflicts and highlights how mediation in Georgia serves as a powerful tool for peaceful and productive dispute resolution.

დავების თანმდევი ნეგატიური შედეგები

პირად, საზოგადოებრივ, ბიზნეს თუ სხვა სახის ურთიერთობებში მუდმივად წარმოიშობა ინტერესთა შეუთავსებლობა, რაც არცთუ იშვიათად სხვადასხვა მასშტაბისა და სიმწვავის კონფლიქტებში გარდაიქმნება, რომელთა დროულად და ეფექტურად გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაპირისპირებული მხარეების, საზოგადოების და ზოგადად სახელმწიფოსთვის ამ დავებთან დაკავშირებული უარყოფითი ეფექტების გათვალისწინებით. მათ შორის აღსანიშნავია პირადი და კომერციული ურთიერთობების დაზიანება ან შეწყვეტა, ფინანსური დანაკარგების განცდა, რეპუტაციის შელახვა, ჯანმრთელობის დაზიანება და მრავალი სხვა. დავის გაჭიანურება თავის მხრივ კიდევ უფრო ამძიმებს დაპირისპირებული მხარეების მდგომარეობას, მოითხოვს დამატებითი რესურსების მობილიზებას და ხარჯვას (მათ შორის, ადამიანური, ფინანსური, ორგანიზაციული თუ სხვ). ბუნებრივია დაპირისპირებული მხარეების ინტერესი ამგვარი შედეგების ხველა შესაძლო საშუალებით თავიდან აცილებაა.

მედიაცია — დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი

დავების გადაწყვეტის ეფექტურ ფორმას მედიაცია წარმოადგენს, რომელიც მრავალ ქვეყანასა და საერთაშორისო დონეზე ფართოდ გავრცელებული მექანიზმია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს, ან სხვა სუბიექტებს შორის დაპირისპირების ყველასათვის მისაღები დასასრულებლად. საქართველოში ადრეული დროიდანვე დამკვიდრდა მომრიგებლის (თანამედროვე გაგებით, მედიატორის) ინსტიტუტი, რაზეც მეტყველებს სხვადასხვა პერიოდსა და რეგიონში მისი აღმნიშვნელი ტერმინების სიმრავლეც („ბჭე“, „რჯულის კაცი“, „მორევი“, „შუამავალი/შუაკაცი“, „მახვში“, სხვ). ამჟამად ქართული სამედიაციო საზოგადოების მუდმივი ძალისხმევის შედეგად მედიაცია კვლავ იკრებს პოპულარობას ქვეყანაში, შედეგად საზოგადოება და ბიზნეს სექტორი სულ უფრო ხშირად მიმართავს მედიაციას და სარგებლობს მისი უპირატესობებით.

მედიაციის არსი

მედიაცია მისი სახელწოდების მიუხედავად წარმოადგენს პროცესს, რომლის საშუალებითაც ორი ან მეტი მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას. აღნიშნული პროცესი შესაძლოა წამოიწყონ უშუალოდ მხარეებმა ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში — სასამართლომ. მედიატორი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ნეიტრალური პირია, რომელიც ეხმარება მოდავეებს სრულად და სწორად გამოკვეთონ დავასთან დაკავშირებული საჭიროებები, განსაზღვრონ საკუთარი და საერთო ინტერესები. მედიატორი ხელს უწყობს კონფლიქტის გამომწვევი რეალური მიზეზების დადგენასა და გააზრებას, მხარეებს შორის თანმიმდევრული და შედეგზე მიმართული დიალოგის წარმართვას და საფუძველს უყრის მხარეებისთვის ხელსაყრელ პირობებზე შეთანხმებას.

მედიაციის უპირატესობები

სასამართლოს და არბიტრაჟისგან განსხვავებით, მედიატორი თავად არ იღებს გადაწყვეტილებას, ეს უფლებამოსილება უშუალოდ მხარეთა ხელშია. მედიაციის უმთავრესი უპირატესობა ამ პროცესის მოდავეთა ინდივიდუალურ საჭიროებებთან შესაბამისობა, მისი სანდოობა და კონფიდენციალურობაა. გარდა ამისა, მედიაცია ნაკლებ ფინანსურ და დროით რესურსებს საჭიროებს. კერძო მედიაციის ხანგრძლივობა მხარეთა შეთანხმებაზე დამოკიდებული, ამდენად იგი სულ რამდენიმე დღეშიც შეიძლება დასრულდეს; სასამართლო მედიაცია 45 დღის განმავლობაში წარიმართება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ამავე ვადით გახანგრძლივდეს. თავისუფლად შეიძლება მისი დასრულება ხსენებული ვადის გასვლამდე ნებისმიერ დროსაც.

 

მხარეები მედიაციაში უშუალოდ, წარმომადგენლებთან ერთად ან მხოლოდ წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობენ, რომლებიც თავად განსაზღვრავენ სამედიაციო შეთანხმების პირობებს. სამედიაციო შეთანხმება შესაძლოა შესრულდეს ნებაყოფლობით ან სასამართლოს გზით აღსრულების წესით. აღსანიშნავია, ისიც მედიაციის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ მიმართონ არბიტრაჟს თუ სასამართლოს, ამდენად მათ რჩებათ დავის სხვა მექანიზმით გადაწყვეტის შესაძლებლობაც.

Orson — თქვენი მეგზური მედიაციაში

სასამართლო და საარბიტრაჟო წარმოების მსგავსად, Orson-ის გუნდს აქვს სასამართლო და კერძო სამედიაციო პროცესში წარმომადგენლობის მდიდარი გამოცდილება, რაც მოიცავს კონკრეტული სამედიაციო დავის გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების საფუძველზე ფიზიკური თუ იურიდიული პირების კონსულტირებას, სამედიაციო პროცესზე (ინდივიდუალურ და საერთო სესიებზე) მხარეთა წარმოდგენას, სამედიაციო შეთანხმების/მორიგების შედგენა, შეფასებასა და აღსრულებაში მხარდაჭერას.

 

ავტორი: ორსონის იურისტი დავით გვენეტაძე