იურიდიული მომსახურება
სამართლებრივი უსაფრთხოება სანდო პარტნიორით იწყება.
ორსონი გთავაზობთ კომპლექსურ იურიდიულ მომსახურებას როგორც კომპანიებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის.
ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი ინტერესების დაცვას სამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე – დაწყებული საჭირო დოკუმენტაციის მომზადებით, დასრულებული კონფიდენციალურობისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.
ჩვენი გამოცდილი გუნდი თითოეულ საქმეს ინდივიდუალური მიდგომით გაუძღვება, ხოლო ჩვენი სამართლებრივი სტრატეგიები ეფუძნება მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას.
სამეწარმეო გარიგებები
ორსონი გაგიწევთ სამართლებრივ მხარდაჭერას ბიზნესგარიგებებსა და სამეწარმეო ცვლილებების განხორციელებაში – კომპანიის ყიდვა ან გაყიდვაში, წილების გადანაწილებაში, ინვესტორებთან გარიგებების დადებაში, შერწყმა, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციის პროცესში.
უძრავი ქონება და პრივატიზაცია
ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას უძრავი ქონების შეძენაში, რეგისტრაციასა და პრივატიზაციაში, მათ შორის სახელმწიფო მიწაზე საკუთრების აღიარებაში.
შრომითი სამართალი
ჩვენ ვემსახურებით დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს – ვამზადებთ ხელშეკრულებებს, ვმართავთ შრომით დავებს და უზრუნველვყოფთ წარმომადგენლობას.
პერსონალური მონაცემების დაცვა
ორსონი გთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას მონაცემთა დაცვის საკითხებში – პოლიტიკების მომზადებიდან GDPR-ის შესაბამისობამდე.
VASP და AML შესაბამისობა
ვემსახურებით ვირტუალური აქტივების პროვაიდერებს VASP-ის რეგისტრაციასა და AML პოლიტიკის დანერგვაში, KYC წესების შემუშავებასა და რისკების მართვით.
ინტელექტუალური საკუთრება
ჩვენ ვახორციელებთ სასაქონლო ნიშნების, პატენტებისა და დიზაინის რეგისტრაციას, ვგეგმავთ დაცვის სტრატეგიებს და ვუწევთ სამართლებრივ მხარდაჭერას ინტელექტუალური საკუთრების დავებსა და ლიცენზირების პროცესს.
დავები და სასამართლო წარმოება
ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს მედიაციაში, საარბიტრაჟო ან სასამართლო განხილვისას, მოვამზადებთ სარჩელს და წარვმართავთ დავებს ყველა ინსტანციაში.
ლიცენზიები და ნებართვები
ჩვენ დაგეხმარებით საქმიანობის, მშენებლობის და სხვა ნებართვების მიღებაში, ვაწარმოებთ ადმინისტრაციულ პროცესს და საჭიროების შემთხვევაში გავასაჩივრებთ უარყოფილ განაცხადებს.
კონტრაქტები და დოკუმენტაცია
ჩვენ მოვამზადებთ და შევამოწმებთ ხელშეკრულებებს: მომსახურების, ნასყიდობის, შრომითისა, ნარდობის, იჯარის და სხვა შეთანხმებებს – რისკების შეფასებით და საჭიროების შემთხვევაში ნოტარიული დამოწმებით.
იმიგრაცია და მოქალაქეობა
საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი
ჩვენი გუნდი გაგიწევთ სამართლებრივ დახმარებას ქორწინების, განქორწინებისა და მემკვიდრეობის საკითხებში – დოკუმენტაციის მომზადებიდან წარმომადგენლობამდე.
სისხლის სამართლის საქმის წარმოება
სისხლის სამართლის სამართლებრივი მომსახურება
ორსონი გთავაზობთ პროფესიულ სამართლებრივ დაცვას სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების, ბრალის წარდგენისა და სასამართლო განხილვის ყველა ეტაპზე.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
• წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში
• ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების ანალიზი
• ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა სახელმწიფო უწყებებსა და სასამართლოში
• მოწმეთა გამოკითხვა და ექსპერტიზის ორგანიზება
• პატიმართან ციხეზე კომუნიკაცია, საადვოკატო მომსახურების გაწევა
• პატიმრის სახელით განცხადებებისა და საჩივრების მომზადება
დაგეგმეთ კონსულტაცია თქვენთვის სასურველ დროს
დაგვიკავშირდით დღეს