გადასახადები და ბუღალტრული აღრიცხვა
ორსონი გთავაზობთ სრულ ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებას — ფინანსური აღრიცხვიდან დეკლარაციების მომზადებამდე, სტრუქტურის შერჩევიდან საგადასახადო სტრატეგიის დაგეგმვამდე.
მოვამზადებთ დეკლარაციებს, მოგიწესრიგებთ ბუღალტერიას, დავგეგმავთ დაბეგვრას, ვმართავთ საგადასახადო შემოწმებებს და გაგიწევთ კონსულტაციას საერთაშორისო და ორმაგი დაბეგვრის საკითხებზე.
საგადასახადო შესაბამისობა
ორსონი უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის შესაბამისობას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან.
განვახორციელებთ ფინანსური საქმიანობის ანალიზს, მოვამზადებთ დეკლარაციებს, გავუწევთ მონიტორინგს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ვადევნებთ თვალს კანონმდებლობის ცვლილებებს და მოვამზადებთ კომპანიას საგადასახადო აუდიტისთვის.
საგადასახადო კონსულტაცია და სტრატეგიული დაგეგმვა
ორსონი გთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ საგადასახადო კონსულტაციას და ეფექტურ სტრატეგიულ დაგეგმვას. ჩვენ შეგირჩევთ ოპტიმალურ საგადასახადო მოდელს, dვაგეგმავთ ადგილობრივ და საერთაშორისო დაბეგვრას, ავაწყობთ შემოსავლისა და ინვესტიციების სტრუქტურას დაბეგვრის მინიმიზაციისთვის, შევაფასებთ რისკებს და განვიხილავთ სპეციალური სტატუსების (ვირტუალური ზონა, საერთაშორისო კომპანია და სხვ.) გამოყენების შესაძლებლობას.
ფინანსური ანგარიშგება
ჩვენი გუნდი მოგიმზადებთ ფინანსურ ანგარიშგებებს საერთაშორისო (IFRS) და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად. შევადგენთ ბალანსს, მოგება-ზარალისა და ფულადი ნაკადების ანგარიშებს, შევაფასებთ ფინანსურ რისკებს და უზრუნველვყოფთ აუდიტისა და საგადასახადო შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად მოწესრიგებას.
საერთაშორისო დაბეგვრა
ჩვენი გუნდი დაგიგეგმავთ და ვმართავთ საგადასახადო საკითხებს საერთაშორისო ოპერაციების დროს – ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებიდან, რეზიდენტობის განსაზღვრამდე და გადარიცხვების
დღგ და არაპირდაპირი გადასახადები
ორსონი გთავაზობთ სამართლებრივ და ბუღალტრულ მხარდაჭერას დღგ-ის სწორ ადმინისტრირებასა და ოპტიმიზაციაში. ვმართავთ რეგისტრაციის პროცესს, ვამზადებთ დეკლარაციებს, ვაფასებთ საგადასახადო რისკებს და უზრუნველვყოფთ დღგ-ის დაბრუნების პროცედურის ეფექტიანად წარდგენას.
ტრანზაქციების მხარდაჭერა და შემოწმება
ჩავატარებთ due diligence-ს, შევაფასებთ რისკებს და მოვამზადებთ კონტრაქტებს, რათა გარიგება იყოს უსაფრთხო და სამართლებრივად გამართული.
ბუღალტერია სტარტაპებისთვის
ჩვენი გუნდი აგიწყობთ ბუღალტრულ სისტემას, მოგიწესრიგებთ დოკუმენტაციას და მოვამზადებთ დეკლარაციებს, რომ თქვენი
სტარტაპი სტაბილურად და სწორად განვითარდეს. წარმატებული სტარტაპი იწყება გამართული ბუღალტერიით.
წარმომადგენლობა საგადასახადო ორგანოებთან
დავიცავთ თქვენს ინტერესებს შემოსავლების სამსახურსა და სხვა უწყებებთან – მოვამზადებთ წერილობით პასუხებს, უზრუნველვყოფთ საგადასახადო შემოწმებებისა და დავების გადაჭრას.
დაგეგმეთ კონსულტაცია თქვენთვის სასურველ დროს
დაგვიკავშირდით დღეს