ორსონი არის ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2018 წლიდან სთავაზობს იურიდიულ, საგადასახადო და ბუღალტრულ მომსახურებებს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებს და მეწარმეებს.
ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს ბიზნესის რეგისტრაციაში, სამართლებრივ და საგადასახადო საკითხებში, კონტრაქტების მომზადებასა და რისკების შეფასებაში. ასევე ვუზრუნველყოფთ ბუღალტრულ აღრიცხვასა და შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებას.
ჩვენი მიზანია შევიმუშაოთ სტრატეგიები, რომლებიც დაიცავს კლიენტის ინტერესებს, შეამცირებს რისკებს და ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდას.
20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე გუნდი გთავაზობთ კომპლექსურ და ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებს.