რა არის ოფციონი და როგორ შეიძლება მისი წარმატებით გამოყენება?
ოფციონი (option) ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც მყიდველს ანიჭებს უფლებას (მაგრამ არა ვალდებულებას) წინასწარ შეთანხმებული პირობებით შეიძინოს გამყიდველისგან აქტივი — მაგალითად, აქცია. ოფციონის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მხარეები წინასწარ თანხმდებიან: მყიდველს ენიჭება ცალმხრივი უფლება და განსაზღვრულ ფასად და განსაზღვრულ ვადამდე ან კონკრეტული მოვლენის დადგომამდე შეიძინოს აქტივი (შესყიდვის ოფცია, ან call option), ან პირიქით — გარკვეული პირობებით, გამყიდველს ეძლევა უფლება მიჰყიდოს აქტივი მყიდველს (გაყიდვის ოფცია, ან put option).
What is an option?
ოფციონი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა: თუ მყიდველი გადაწყვეტს, რომ გარიგება მისთვის აღარ არის მომგებიანი, მას შეუძლია უარი თქვას შეძენაზე და დაკარგოს მხოლოდ წინასწარ გადახდილი თანხა, ე.წ. პრემია. ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება ფიუჩერსისგან, რომელიც მყიდველს ვალდებულებას აკისრებს გარიგების შესრულებაზე.
Different types of options
ოფციონი ძირითადად ორი ტიპისაა:
Call ოფციონი — გაძლევს უფლებას, მომავალში შეიძინო აქტივი;
Put ოფციონი — გაძლევს უფლებას, მომავალში გაყიდო აქტივი.
მაგალითად, თუ გაქვს Call ოფციონი, რომელიც გაძლევს უფლებას, შეიძინო აქცია 20 ლარად, და ვადის ბოლოს ეს აქცია ბაზარზე ღირს 30 ლარი — შეგიძლია მიიღო სარგებელი, შეიძინო იაფად და გაყიდო ძვირად. ხოლო თუ ფასი დაეცა, შენ არ ხარ ვალდებული შეიძინო აქტივი და მხოლოდ გადახდილი პრემიის ოდენობის ზარალს ნახავ.
How does Orson support with options
სწორედ ასეთი ოფციონის გამოყენებით, „ორსონის“ იურიდიული მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის წილების შეძენა. მხარეებმა თავდაპირველად გააფორმეს ოფციონის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მყიდველს მიენიჭა უფლება, დათქმულ ვადაში და დათქმულ ფასად შეეძინა წილები. გარიგება დასრულდა წარმატებით და სრულად შეესაბამებოდა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს ეფექტური ოფციონის გამოყენების წარმატებულ მაგალითს, სადაც მხარეებმა მიიღეს ორივე მხარესთვის მომგებიანი შედეგი — მყიდველმა შეიძინა სტრატეგიული კომპანია შეთანხმებული ფასად, ხოლო გამყიდველმა უზრუნველყო წილების პრივილეგირებული მართვა და მათი გადაცემის გარანტია.
ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება სწორად დაგეგმილი ოფციონი გამოყენებულ იქნას როგორც ბიზნესის, ისე ინვესტორის სასარგებლოდ — რისკების შემცირებისა და ფინანსური მოგების მისაღებად.