7 უპირატესობა, რასაც იურიდიული აუთსორსინგი თქვენს ბიზნესს სთავაზობს

დღევანდელ რეალობაში, როდესაც ბიზნესს სჭირდება მოქნილობა, დროის ეფექტიანი მართვა და პროფესიონალური იურიდიული მომსახურება, აუთსორსინგი არამარტო პრაქტიკული, არამედ სტრატეგიულად სწორი არჩევანია. ორსონში ჩვენ ზუსტად ამ საჭიროებებს ვპასუხობთ. რატომ ირჩევენ ჩვენს პარტნიორობას ქართული და საერთაშორისო კომპანიები:

orson team

1. ხარჯების დაზოგვა

სრული განაკვეთის იურისტების დაქირავება დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ორსონთან თანამშრომლობით, იხდით მხოლოდ იმ კონკრეტულ იურიდიულ მომსახურებაზე, რაც რეალურად გჭირდებათ. არანაირი ზედმეტი გადასახადი ან დამატებითი ხარჯი, არც გრძელვადიანი ვალდებულებები — მხოლოდ მოქნილი და გამჭვირვალე ფასები.

2. ერთი იურისტის ნაცვლად ვთავაზობთ დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტებს

ჩვენი გუნდი შედგება სპეციალისტებისგან, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება საკორპორაციო, შრომის, საიმიგრაციო, საგადასახადო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სფეროებში, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მათ შორის — ისეთ დარგებში, როგორიც არის სამშენებლო, უძრავი ქონების, სასტუმრო, საავიაციო და კვების სექტორები.

3. ოპერატიულობა და სიზუსტე

ორგანიზაციის შიდა რესურსების დატვირთვის ნაცვლად, შეგვიძლია მოვახდინოთ ისეთი ამოცანების აუთსორსინგი, როგორიცაა დოკუმენტაციის მომზადება, კონტრაქტების შედგენა ან ანალიზი, სხვადასხვა ორგანოებში წამომადგენლობა, დავების გადაჭრა, თანხების დაზოგვა, თქვენი ინტერესების დაცვა, საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების მიღება და კონსულტაციების გაცემა. ამით თქვენი გუნდი ფოკუსირდება მთავარი ამოცანების შესრულებაზე, ხოლო ჩვენ უზრუნველვყოფთ დროულ და ზუსტ შესრულებას.

4. მარტივად მასშტაბირებადი სერვისები

გჭირდებათ იურიდიული დახმარების სწრაფი გაზრდა ახალ პროექტზე ან მზარდი კომპანიის საჭიროებების შესაბამისად? ორსონის გუნდი მზადაა ჩაერთოს პროცესში — დამატებითი რისკებისა ან საკადრო ცვლილებების გარეშე.

5. მუდმივი მხარდაჭერა — 24/7

იურიდიული საკითხები, ისევე როგორც სამედიცინო დახმარება, ხშირად გადაუდებელია და არ უნდა შემოიფარგლოს სამუშაო საათებით. ჩვენი გუნდი მუშაობს მოქნილი გრაფიკით და მზად არის მოახდინოს სწრაფად რეაგირება მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ — იქნება ეს გვიან ღამით, შაბათ-კვირას თუ საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებული გადამწყვეტი საკითხების დროს.

6. ინოვაციური ციფრული პლატფორმა

ორსონი ერთ-ერთი პირველი იურიდიული კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მოსახერხებელ და გამარტივებულ ციფრულ ERP პლატფორმას. აღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვნად ზრდის იურიდიული და საკონსულტაციო სერვისების მიღების ეფექტურობას, უზრუნველყოფს ინფორმაციის კონფიდენციალურობას, პერსონალური მონაცემების დაცვას, ცოდნის ბაზის განვითარებას, დავალებების ატვირთვას, დედლაინების კონტროლსა და შესრულების პროცესის მონიტორინგს.

7. იურისტი თქვენს ოფისში — საჭიროებისამებრ

ორსონი მხოლოდ დისტანციური მომსახურების მომწოდებელი არ არის — ჩვენ ვხდებით თქვენი ბიზნესის იურიდიული გუნდის სრულფასოვანი ნაწილი. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მენეჯმენტთან და თანამშრომლებთან, რათა ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად იყოს მორგებული თქვენს საჭიროებებსა და სამუშაო პროცესებზე. ასევე, თუ თქვენი საქმიანობა მოითხოვს იურისტს ადგილზე, საჭიროების მიხედვით, ორსონის იურისტი პერიოდულად იმუშავებს თქვენს ოფისში და სრულად ჩაერთვება ყოველდღიურ იურიდიულ პროცესებში.

Orson — სრულყოფილებაზე ორიენტირებული

 

Orson არის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია, რომელიც იურიდიულ სფეროში კლიენტებს ინოვაციურ ციფრულ სერვისებს სთავაზობს. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მომსახურების გამარტივება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, არამედ პროფესიონალური, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საკონსულტაციო სერვისების ჩამოყალიბება. ორსონთან მუშაობა ჭკვიანური ნაბიჯია თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.